top of page

ალმასიანი

ალმასიანი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კობის თემში. მდებარეობს მდინარე თერგის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1960 მეტრზე. სტეფანწმინდიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. სოფლის დასახლებისა და კეთილმოწყობისათვის საგანგებოდ ზრუნავდა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარი. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 20-იან წლებში ისა აბაშვილი ბატონიშვილისადმი გაგზავნილ წერილში წერია: "თქვენის ბრძანებით დავდექ და სოფელი ავაშენე, ეხლა 8 კომლი სახლობს აქ". სოფელში იყო სასტუმრო-ფუნდუკი, დუქანი და მგზავრთათვის საჭირო სხვა სათავსები. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ალმასიანში სამხრეთ სადარაჯოც ააგეს. 1818 წელს მთავარსარდალ ალექსი ერმოლოვის ბრძანებით, დუშეთის მაზრიდან ალმასიანში გადაიყვანეს მოხელეები, რათა კიდევ უფრო კეთილმოეწყოთ დუქნები და ხანაგები. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.

bottom of page