ართხმო - ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში მდებარეობს მდინარე ართხმოსწყლის მარცხენა ნაპირზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. სტეფანწმინდიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.