top of page
დესი
დესი — ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის ადმინისტრაციული ერთეული). მდებარეობს თრუსოს ხეობაში, ზღვის დონიდან 2250 მეტრის სიმაღლეზე, სტეფანწმინდიდან დაშორებულია 38 კილომეტრით. 2002 და 2014 წლების აღწერებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის. დესის განაპირას, პატარა მდინარის პირას, დგას XIX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმ. გიორგის პატარა ეკლესია. ძეგლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვაჯვარია აღმართული. გეგმით მართკუთხა ეკლესიას აღმოსავლეთით ერთადერთი კარი აქვს გაჭრილი. ინტერიერის დასავლეთ კედელში ორი პატარა ნიშია. ჭერი ბრტყელია და შეფიცრული, ფასადები — მარტივი. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილი და შეთეთრებულია, გადახურულია თუნუქის ორქანობიანი სახურავით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
bottom of page