top of page
ზემო ოქროყანა
ზემო ოქროყანა — ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრი, სტეფანწმინდიდან 24 კილომეტრი. დასახლება XVII საუკუნეში წარმოიქმნა. სოფელს ხევისთვის სათავდაცვო მნიშვნელობა ჰქონდა. XIX-XX საუკუნეებში ზემო ოქროყანაში ოსები დასახლდნენ 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.
bottom of page