top of page
ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია
არასამთავრობო ორგანიზაცია გერგარტი, 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ორგანიზაცია დააფუძნეს ახალგაზრდებმა, რომელთაც სჯერათ რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება აუცილებელია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის.
მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გამოკვეთა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციებთან ორგანიზებული თანამშრომლობის საჭიროება და ასე დაიბადა ხევის სათემო ორგანიზაციების კოალიციის ჩამოყალიბების იდეა.
კოალიციური ფორმატი წევრ ორგანიზაციებს გააერთიანებს საერთო ღირებულებების გარშემო და საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტიანად ვიმოქმედოთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენი ხედვა
„Kazbegi Life” ეფუძნება ანგარიშვალდებულების, თანამშრომლობისა და მონაწილეობის პრინციპებს. პლატფორმაზე გაწევრიანებული ორგანიზაციები ვმუშაობთ მოქალაქეებისთვის და მოქალაქეებთან ერთად და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობითა და აქტიური მონაწილეობით არის შესაძლებელი მუნიციპალიტეტში პოზიტიური ცვლილებების მიღწევა.
ჩვენი შეხედულებით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია მოქალაქეებს ქონდეთ პიროვნული და პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობა და პლატფორმის “Kazbegi Life” მიზანი, სწორედ, ამ შესაძლებლობების შექმნა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

ჩვენი პროექტი
ჩვენი მიზანია შევქმნათ სრულიად გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და მოქალაქეებზე ორიენტირებული პლატფორმა, სადაც თავს მოვუყრით ხევის სათემო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. „Kazbegi Life” არის პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, მიიღონ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ, ასევე, ჩაერთონ პროექტებში ან თავად გახდნენ სხვადასხვა აქტივობების ინიციატორები.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
bottom of page