ორგანიზაციები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო ორგანიზაციები

ა(ა)იპ ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - Kazbegi LAG
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - ყაზბეგის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (Kazbegi LAG) 2015 წელს ევროკავშირისა (EU) და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „პინ“-ის (PIN) ხელშეწყობით შეიქმნა.
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის, LEADER-ის, ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
ა(ა)იპ ყაზბეგის განვითარების ფონდი
ორგანიზაცია შეიქმნა 2019 წელს. გაერთიანების მიზანს წარმოადგენდა ისეთი ფონდის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ,
სოციალურ გაძლიერებას და ასევე, გააძლიერებდა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, თავის მხრივ კი, გაააქტიურებდა საზოგადოებას და ჩართავდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში.
ა(ა)იპ გერგარტი
ა(ა)იპ გერგარტი არის ახალგაზრდული სათემო ორგანიზაცია, რომელიც 2015 წლიდან ძირითად საქმიანობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახორციელებს.
ორგანიზაციის მისიაა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდების გაძლიერების, არაფორმალური განათლების მეთოდების, ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით.
ა(ა)იპ ლომეკი
ა(ა)იპ ლომეკი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მუშაობს. მისი ძირითადი საქმიანობა შეეხება - ხევის კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზებას; მივიწყებული მოხეური ტრადიციების აღდგენასა და პოპულარიზებას.
ლომეკმა არაერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია მოამზადა ხევის კულტურის ძეგლების შესახებ. ასევე, დააარსა ეთნო ფესტივალები კულტურული ძეგლების აღდგენისა და რებილიტაციის თემების აქტუალიზების მიზნით.