
ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანზაციები მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების მხარდასაჭერად
დაწყების თარიღი:
01 ივნისი, 2022
დასრულების თარიღი:
01 მარტი, 2023
განხორციელების ადგილი:
სტეფანწმინდა
განმახორციელებელი:
ყაზბეგის განვითარების ფონდი
დონორი:
ევროკავშირი საქართველოსთვის, KORNARD ADENAUER STIFTUNG
ბიუჯეტი:
15 482 ლარი
პროექტის სტატუსი:
და სრულებული

პროექტის შესახებ
პროექტის მიზანს წარმოადგენდა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პრობლემების მოგვარება, უფრო კონკრეტულად კი, 2017, 2019, 2021 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის დაბალი შეფასების გამოსწორება და საჯარო ინფორმაციის ის მიმართულებებზე მუშაობა, რომელიც მუნიციპალიტეტს არ გამოუქვეყნებია და მათზე წვდომა მოქალაქეებს არ ჰქონდათ. შესაბამისად, პროექტის მთავარი ამოცანას წარმოადგენდა მუშაობისა და შესაბამისი აქტივობების შედეგად ხელი შეგვეწყო მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების გამჭირვალობის ზრდისთვის, რაც მოიცავდა ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულების, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებას, რათა მიგვეღწია ძირითად მიზნისთვის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინდექსის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. პროექტის შედეგად მივიღეთ შედარებით გაუმჯობესებული ინდექსი და საჯარო ინფორმაციის გამოქვეუნების მნიშვნელობაზე ინფორმირებული ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები.