top of page

კრეატიული მთები

დაწყების თარიღი:
10 იანვარი, 2023
დასრულების თარიღი:
20 დეკემბერი, 2023
განხორციელების ადგილი:
სტეფანწმინდა
განმახორციელებელი:
ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - Kazbegi LAG
დონორი:
EU
ბიუჯეტი:
64 301.65 ევრო
პროექტის სტატუსი:

მიმდინარე

პროექტის შესახებ

პროექტი აერთიანებს შემოქმედებით ადამიანებს და ინოვაციურ მიდგომებს, რათა მოხდეს კულტურათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე მხატვრების, პროფესიონალების ტრანსნაციონალური მობილურობის მხარდაჭერა და საქართველოს, სომხეთისა და სლოვაკეთის მთიანი რეგიონების უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. პროექტი იყენებს კულტურულ ღონისძიებებს, საკომუნიკაციო კამპანიებს და ციფრულ ტექნოლოგიებს, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო გაცვლით ღონისძიებებს, კულტურულ მრავალფეროვნებას და ამ კუთხეების მდგრად განვითარებას. მისი საქმიანობა მიმართულია მუსიკის, გასტრონომიის, ხელსაქმის და სხვა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფორმების პოპულარიზაციისკენ. პროექტი ახალ მარკეტინგულ და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს მოუტანს შეიტანს წვლილს 3 მთიანი რეგიონის ტურიზმის მდგრად განვითარებაში. პროექტის ფარგლებში დაარსებული პარტნიორთა ქსელი შექმნის შესაძლებლობების განვითარების სივრცეს ადგილობრივი კულტურის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლების მონაწილეობენ რეგიონულ განვითარებაში, ასევე აამაღლებს ცალკეული რეგიონების ცნობადობას, მათ შორის ქვეყნების საზღვრებს გარეთ, და გახდება ევროპის ანალოგიურ სუბიექტებსა და რეგიონებთან სამომავლო ურთიერთკავშირის საფუძველი.

პროექტი ფოკუსირებულია შემდეგ მთავარ აქტივობებზე:

კულტურის სფეროსა და სოფლის მდგრადი განვითარების საუკეთესო ევროპული გამოცდილების გადაცემა სლოვაკეთში, საქართველოსა და სომხეთში. მონაწილე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა სასწავლო ტურების, ვებინარების და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მეშვეობით;

გამოიყენოს პროექტი „კრეატიული მთების“ წამყვანი თემა, როგორც ადგილობრივი მხატვრების და კულტურის მოღვაწეთა თანამშრომლობის და შემოქმედების კატალიზატორი და მოაწყოს 3 ფოლკლორულ-გასტრონომიული ფესტივალი, რომლების გაახანგრძლივებენ ტურისტულ სეზონს და მხარს დაუჭერენ ადგილობრივ თემებს.

მთიანი რეგიონების უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის მდიდარი კულტურის ნაწილის წარმოჩენა და ინტერპრეტირება, ამ მთიან რეგიონებში შემოქმედებითი ადამიანების მოზიდვის გზით (მაგალითად 30 ბლოგერი და ფოტოგრაფი) და ადგილობრივი ბუნებით, კულინარიული მემკვიდრეობით, მუსიკითა და მიმზიდველი გარემოთი მათი აღფრთოვანება. მხატვრები და კრეატიული პროფესიონალები, ციფრული მედიის მეშვეობით, გაუზიარებენ ამ რეგიონების შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს და ფოტოებს მილიონობით ადამიანს მთელს ევროპაში.

bottom of page