top of page
აჩხოტი
აჩხოტი — ისტორიული ძეგლი, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 5 კილომეტრი. სოფელზე გადიოდა თბილის-ჟინვალ-დარიალის უძველესი სავაჭრო გზა. XVII საუკუნის I მეოთხედში არაგვის ერისთავების მოურავმა შიოლა ღუდუშაურმა აქ ოსები ჩამოასახლა და ყმებად გაიხადა. შემდგომში ეს უფლებები ხელში ჩაიგდეს აზნაურმა ყაზბეგებმა. თანდათან ოსების უმრავლესობა სოფლიდან ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა. მათ ნაცვლად აქ სოფელ სნოდან გადმოსული ოჯახები დასახლდნენ. 2014 აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 167 ადამიანი: 88 კაცი, 79 ქალი. 1926 წლის აღწერის მონაცემებით სოფლის მოსახლეობის 12 %-ს წარმოადგენდნენ ქართველები, ხოლო 88 %-ს ოსები.
bottom of page