top of page

ახალციხე

ახალციხე — ისტორიული ძეგლი, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. სოფელში დგას IX-X საუკუნის ბაზილიკა, რომელიც აღდგენილია XIX საუკუნეში. სოფელი შედიოდა არაგვის საერისთავოში, მისი მოურავი იყო არაგვის ერისთავის ყმა მარტია ღუდუშაური. 1439 წლის საბუთში გერგეტელ საყდრისშვილთა მძევლებს შორის მოხსენიებულია ორი ახალციხელიც. სოფელში იყო სალოცავი ხატები — კვირეხვთიშვილის (კვირელობის) ნიში, ლანგურის წმინდა გიორგი, კოპალე (ბიჭების), ელია (გოგონების). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 ადამიანი: 13 კაცი 22 ქალი.

bottom of page