top of page

ბურმასიგი

ბურმასიგი — ისტორიული ძეგლი, ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), თრუსოს ხეობაში, ხოხის ქედის სამხრეთი კალთის ძირას. მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. წოწოლთის შესართავთან. ზღვის დონიდან 2350 მეტრი, სტეფანწმინდიდან 41 კილომეტრი. სოფელი XVII საუკუნიდან ეკუთვნოდა არაგვის ერისთავებს, შემდეგ ქართლის მეფის ხელში გადავიდა. ი. ა. გიულდენშტედტი სოფელს „ბურმახევს“ უწოდებს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

bottom of page