გარბანი
გარბანი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარივენა ნაპირზე. მდინარე ტერხენის შესართავთან ახლოს, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1830 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი. XIX საუკუნის დასაწყისში მას მოიხსენიებს ჰ. ი. კლაპროთიც. სოფლის ხევის ერთ-ერთი დასახლებაა. მასზე გამავალი გზა დიდ მნიშნელობას ანიჭებდა ამ დასახლების პუნქტს. სოფლის ზემოთ ტერასებზე, რომლებსაც "ძველ გარბანს" უწოდებდნენ, ჩანს ნასახლარები. სოფელი მეწყერსა და ზვავს დაუნგრევია, რომლის გამოც მოსახლეობა მდინარე თერგის პირას დასახლენულა. ამ ახალ დასახლებას "ქვემო გარბანი" ეწოდა. მისგან შემორჩენილია ნამოსახლარები და კოშკის ნანგრევები. გარკვეული დროის შემდეგ დასახლებას უფრო ზევით აუწევია, რომ IX-X საუკუნის მიჯნაზე ხევში და არაგვის ხეობის სათავეებში თავის გავლენას ავრცელებდნენ კახეთის ქორეპისკოპოსები. შუა საუკუნეებში სოფელი ჩართული იყო ხევის სათავდაცვო სისტემებში. სოფლის მახლობლად დგას IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ძეგლი ერთანავიანი ბაზილიკაა. ტაძარი რესტავრირებამდე მოხატული იყო ფრესკებით, რომლებიც დროთა განმავლობაში განადგურდა, რესტავრაციის შემდგომ კი ისინი სრულად დაიკარგა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 329 ადამანი: 156 კაცი, 173 ქალი.