top of page

გუდაური

სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 ადამიანი. დასახლება გაჩნდა XIX საუკუნის 60-იან წლებში. 1887 წელს გაიხსნა მეტეოროლიგური სადგური. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. ამ უკანასკნელის გუდაური-მლეთის მონაკვეთი (მლეთის დაღმართი, ინჟინერი — ბ. სტატკოვსკი, 1855-1861) ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სამთო გზად ითვლებოდა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის (ე.წ. "ლებიოდკის") მეშვეობით ადიოდნენ. პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო "მარკო პოლო", ამჟამად "გუდაური"). ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270 მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 კაცი: 29 კაცი, 25 ქალი. ხოლო, მთლიანად თემში ცხოვრობს 89 ადამიანი: 47 კაცი, 42 ქალი.

bottom of page