top of page

კართსოფელი

კართსოფელი (კარათყაუ) — ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 2060 მეტრი, სტეფანწმინდიდან 38 კილომეტრი. კართსოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე, თრუსოს ხეობის შუა წელზე, კართსოფლის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას. მდინერე თერგისა და სუათისის შესაყართან, მთის თხემზე. ეკლესიის ხეობის მთავარი სალოცავია, თარიღდება X საუკუნით. ადგილობრივ მკვიდრთთა ცნობით, ეკლესიის კარის თავზე ქართული წარწერა იყო, რომლის თანახმადაც, შენობის აგებისას 330 ფუთი მარილი დახარჯულა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

bottom of page