top of page
კარკუჩა
კარკუჩა — სოფელი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში (სნოს თემი), მდებარეობს მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1900 მეტრი. სტეფანწმინდიდან 13 კილომეტრი. 1774 წლის აღწერით, შედიოდა არაგვის საერისთავოში. სახლობდნენ ყამარაულები და მარსაგიშვილები. სოფელში წმ. გიორგის სახელობის სამი ნიში დგას — ნადარბაზევის, ღალანგურის და ყანანოზისა. ნადარბაზევის ნიში სოფელ ჯუთისაკენ მიმავალ გზაზეა. ხატობა იმართება ზაფხ ულობით, შაბათ დღეს. ნიშს საყანე მიწებიც ჰქონდა, რასაც ყამარაულები ამუშავებდნენ. ღალანგურის ნიში ართხმოელების, ჯუთელებისა და ხევსურების სალოცავია. აქ ხატობა იმართება 14 ივლისს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 ადამიანი: 25 კაცი, 25 ქალი.
bottom of page