top of page
ნოგყაუ
ნოგყაუ — ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1980 მეტრი, სტეფანწმინდიდა ნ 23 კილომეტრი. სხვადასხვა დროს სოფელი ეკუთვნოდა ჯერ ქართლის, შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებს. არსებობს მოსაზრება, რომ სოფელი აღმოცენდა ძველი ქართული სოფლის — ადოს ადგილზე და მას იქ დასახლებულმა ოსებმა ნოგყაუ (ახალი სოფელი) შეარქვეს. სოფელზე გადიოდა ძველი სამხრეთ გზის ერთი მონაკვეთი, რომელზეც მოძრაობა განსაკუთრებულით გაცხოველდა XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში. ამ გზით იმოგზაურა იოჰან გიულდენშტედტმა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
bottom of page