top of page

სტეფანწმინდა

სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, სასტუმროები. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თბილისიდან 157 კმ. სტეფანწმინდაში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის შედარებით მშრალი, ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C, იანვრის — 5,2 °C, ივლისის — 14,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -34 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 34 °C. ნალექების წლიური რაოდენობაა 790 მმ.   დაბიდან 2 კილომეტრში მოედინება სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი ყაზბეგი, რომელიც სასარგებლოა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადების დროს. სტეფანწმინდის მიდამოები ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V საუკუნეებში იყო დასახლებული, რასაც მოწმობს 1877 წელს ყაზბეგთან აღმოჩენილი ყაზბეგის განძი. ესაა დაახლოებით 200 ნივთი, რომლის შემადგენლობაში იყო აქემენიდური ხელოვნების ნიმუშები. ყაზბეგის განძი კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. განძის დიდი ნაწილი მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ინახება, მცირე ნაწილი – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.   სტეფანწმინდა გაშენებული იყო მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ხოლო მარცხენა მხარეს მდებარეობდა სოფელი გერგეტი. XVIII საუკუნეში სტეფანწმინდა იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს და მას შეუერთდა სოფელი გერგეტი. შეიქმნა ყაზბეგის სადაბო საბჭო, რომელშიც ასევე შევიდა სოფლები გველეთი და ცდო. საბჭოთა პერიოდში ყაზბეგში მოქმედებდა მეცხოველეობის კოლმეურნეობა, სტამბა, სამრეწველო კომბინატი, ბოტანიკის ინსტიტუტის მაღალმთის სტაციონარი. 2006 წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი.  ხალხური გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად ხალხი ყუროს გავაკებაზე ცხოვრობდა. ვინმე ღრუბელა ფიცხელაური დაქვრივების შემდეგ ბერობას შედგომია სტეფანეს სახელით. ის ჯერ ბეთლემის, შემდეგ კი ყუროს გამოქვაბულში მოღვაწეობდა. აქ ხალხმა მისთვის ააშენა "წითელი ეკლესია". ერთ დღე ყუროდან ტალახის ნიაღვარი წამოსულა. სტეფანე ბერს ზარების რეკვით გაუფრთხილებია ხალხი, რომელსაც გახიზვნა მოუსწრია. მოვარდნილმა ტალახმა სოფელი წალეკა. ხალხმა ახალი დასახლება გააშენა და ბერის საპატივცემულოდ სტეფანწმინდა დაარქვა. სტეფანწმინდაში დაცულია ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას ბიუსტი. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი (ბრინჯაო, 1959, მოქანდაკე ი. ოჩიაური, არქ. ი. ლეჟავა).   გერგეტის უბანში შემონახულია ფეოდალური ხანის ქვის დაბალი და მასიური სახლები. აქვეა XVII-XVIII საუკუნეების ორი კოშკი. გერგეტთან ახლოს დგას ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია, ნინოწმინდას ნიში და ყველაწმინდას (ქალების) ხატი. სტეფანწმინდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, მაღალ მთაზე მდებარეობს ქობციხე.   სტეფანწმინდას თავს დაჰყურებს გერგეტის სამების ეკლესია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სტეფანწმინდაში ცხოვრობს 1326 ადამიანი: 657 კაცი, 669 ქალი.

პროექტის დასახელება:

განმახორციელებელი:

სტატუსი:

კრეატიული მთები

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - Kazbegi LAG

მიმდინარე

ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანზაციები მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების მხარდასაჭერად

ყაზბეგის განვითარების ფონდი

დასრულებული

განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - Kazbegi LAG

დასრულებული

ახალგაზრდები პოლიტიკური ცვლილებებისთვის

ყაზბეგის განვითარების ფონდი

დასრულებული

მეწარმე ქალთა მხარდაჭერა ინოვაციური ბიზნეს მიდგომების მისაღებად კოვიდ–19–ის კრიზისის საპასუხოდ

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - Kazbegi LAG

დასრულებული

არაფორმალური განათლება - გზა თვითგანვითარებისაკენ

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - Kazbegi LAG

დასრულებული

სოციალური საწარო „დასკერავა“- დასაქმების ახალი შესაძლებლობა

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - Kazbegi LAG

დასრულებული

ისტორიების აღმოჩენა - ყაზბეგის რეგიონში სოფლების
განვითარება

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი - Kazbegi LAG

დასრულებული

სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება

გერგარტი

დასრულებული

KAZBEGI Guidebook

ლომეკი

დასრულებული

bottom of page