top of page

ტყარშეტი

ტყარშეტი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხის თემში. მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1920 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. სოფლის მახლობლადაა შუა საუკუნეების ეკლესია და ნასახლარები. სოფლის ტერიტორია მტკვარ-არაქსის პერიოდში (ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანები-ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანები) იყო დასახლებული. მოიხსენიება XV და XVIII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. სოფლის განაპირას მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია. დარბაზული ეკლესია ქვის მოზრდილი კვადრებითაა ნაგები. ეკლესიას არ აქვს აფსიდი და აღმოსავლეთით სწორი კედლით მთავრდება. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 107 ადამიანი. 52 კაცი, 55 ქალი.

bottom of page